Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ინვესტორები ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის მექანიზმის აღდგენას ითხოვენ

BM.GE
31.05.21 18:28
592
საქართველოს ენერგოდამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე წლიდან-წლამდე იზრდება, რამდენადაც ქვეყანა საკმარის ელექტროენერგიას ვერ გამოიმუშავებს და დეფიციტს ნაყიდი ელექტროენერგიით ივსებს. გარდა იმისა, რომ ახალი გენერაციის წყაროების მშენებლობას საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს, ენერგეტიკის დარგს საქართველოში პრობლემები სხვა მიმართულებებითაც აქვს და ამის უტყუარი მაჩვენებელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელიც 2020 წელს მკვეთრად შემცირდა. ჩამოთვლილ პრობლემებთან ერთად ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად ენერგო კომპანია “ფერის” ხელმძღვანელი გარანტირებული შესყიდვის მექანიმიზმის გაუქმებას ასახელებს და მის აღდგენას ითხოვს. ე.წ. PPA ნიშნავს, რომ სახელმწიფო კონკრეტულ კომპანიასთან დებს ხელშეკრულებას და წინასწარ იღებს ვალდებულებას, რომ წლის განმავლობაში კონკრეტული დროის შუალედში კონკრეტულ ფასად, კონკრეტული მოცულობის ელექტროენერგიას შეისყიდის. ეს კი კომპანიისთვის, რომელიც ჰესს მართავს, გარკვეული გარანტიაა. გარანტირებული შესყიდვის მექანიზმზე 2017 წელს მორატორიუმი გამოცხადდა, ეს სავალუტო ფონდის რეკომენდაცია იყო, რადგანაც IMF-მა ფისკალური რისკები დაინახა.

სტუმარი: გიორგი აბრამიშვილი - “განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი