Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პეტიციების სამთავრობო პორტალი 2018 წელს ამოქმედდება

5a435a21b19f0
BM.GE
27.12.17 12:28
634
„2018 წლიდან ამოქმედდება პეტიციების ვებ-პორტალი, ichange.gov.ge, რომელიც მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, რომ ღიად, ელექტრონული წესით დააფიქსირონ საკუთარი ინიციატივები», - ამის შესახებ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 10 000 ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში, ხელისუფლებას ექნება ვალდებულება, განიხილოს ეს პეტიცია და პასუხი აცნობოს ხელმომწერთ.

„2018 წელი მე გამოვაცხადე, როგორც დიალოგის წელი და მინდა, ყველა მინისტრს მოვუწოდო, მათი დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იყოს დიალოგი ხალხთან, განსაკუთრებით მე მხედველობაში მაქვს ჩვენი რეგიონები. მე პირადად ვაპირებ, ძალიან ინტენსიურად ვიმოგზაურო მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს არ იქნება დაგეგმილი შეხვედრები, ეს იქნება სპონტანური, ჩვეულებრივი დიალოგი ადამიანებთან, რომლებიც არ იქნებიან ორგანიზებულად მოყვანილნი ამისთვის, არამედ ეს იქნება ღია, ძალიან გულწრფელი საუბარი პრობლემებზე, მოგვარების გზებზე, მათი წინადადებებისა და პრობლემების მოსმენა. დარწმუნებული ვარ, ამას ჩვენი ხალხი ძალიან მალე იგრძნობს და დაინახავს», - განაცხადა პრემიერმა.