Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ინვესტორი საწარმოსთვის მიწის ძიებაში

BM.GE
05.11.21 18:26
360
არიკ ჯგუფი საქართველოში უკვე მეშვიდე წელია აგროკულტურების განვითარებაზე მუშაობს. ირანელ და ქართველ ინვესტორებს კახეთში, სოფელ იორმუღანლოში ფისტას, ნუშის და კაკლის ბაღებთან ერთად, ვენახებიც აქვს. მოსავლის გადამუშავებისთვის კი ამ საინვესტიციო ჯგუფს საწარმოს მშენებლობა სურს, თუმცა საგარეჯოში, იმ ტერიტორიაზე, სადაც სამუშაოები უკვე უნდა დაეწყო, საწარმოო ხაზების განთავსება აღარ გამოდის. ინვესტორი ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისგან, ადგილმონაცვლეობას ითხოვს.