Home
Category
TV Live Menu
Loading data...

იპოთეკური სესხები და საპროცენტო განაკვეთები - გიორგი კეპულაძე საქმიან დილაში

BM.GE
04.03.21 11:56
435
ერთ წლამდე უძრავი ქონების შესაძენად და რემონტისთვის გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების საპროცენტო განაკვეთი 10,48 პუნქტით გაიზარდა. კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2021 წლის იანვარს შინამეურნეობებზე გაცემულ ერთ წლამდე მსგავს სესხებზე საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 22,96% შეადგინა, ეს მაშინ, როდესაც წინა თვეს - 12,48% იყო. აქ აღსანიშნავია ის, რომ ერთწლიანი ვადით გაცემულ სესხებში იპოთეკური კრედიტის წილი მცირეა.

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს ვადიანობის მიხედვით, ასე გამოიყურება: 1-დან 2 წლის ჩათვლით - 2021 წლის იანვარში - 11, 37%, წინა თვეს - 11,45%; 2-დან 5 წლის ჩათვლით - იანვარში 11,23%, დეკემბერში - 11,01%; 5-დან 10 წლის ჩათვლით - იანვარში - 11,02%, დეკემბერში - 10,86%; 10 წელზე მეტი ვადით - იანვარში - 10,85%, დეკემბერში - 10,60%.

სტუმარი: გიორგი კეპულაძე - “საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი