Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ევროკავშირთან ექსპორტი 12,8%-ით, დსთ-სთან კი 56,5%-ით გაიზარდა

5a38bc384bb6c
BM.GE
19.12.17 11:12
758
იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9563.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.9 პროცენტით მეტია; სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, აქედან ექსპორტი 2439.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (27.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7124.1 მლნ. აშშ დოლარს (8.8 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში 4684.3 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.0 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1871.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2017 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2565.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.0 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 579.8 მლნ. აშშ დოლარი იყო (12.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1986.1 მლნ. აშშ დოლარი (0.5 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26.8 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 23.8 პროცენტი და იმპორტში 27.9 პროცენტი (2016 წლის იანვარ-ნოემბერში შესაბამისად 29.4, 26.8 და 30.2 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 30.0 პროცენტი (2016 წლის იანვარ-ნოემბერში 31.6 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-ნოემბერში 3130.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით 30.6 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 1030.6 მლნ. აშშ დოლარი (56.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2100.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (20.8 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 32.7 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 42.2 პროცენტი და იმპორტში 29.5 პროცენტი (2016 წლის იანვარ-ნოემბერში შესაბამისად 28.3, 34.3 და 26.5 პროცენტი). 2017 წლის იანვარ-ნოემბერში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 22.8 პროცენტი (2016 წლის იანვარ-ნოემბერში 23.3 პროცენტი).