Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ვაჭრობის სექტორში ყველაზე მეტი ადამიანი მუშაობს

5a8ae4b5a36a2
მეგი კავთუაშვილი
19.02.18 21:00
777
ბიზნეს სექტორის მონაცემებზე დაყრდნობით, დასაქმებულთა 60%- ზე მეტი მცირე ზომის საწარმოეში მუშაობს. ყველაზე მცირე ნაწილი კი საშუალო ზომის საწარმოებშია დასაქმებული. ანალიზი ეკონომიკის სამისნისტროს ეკუთვნის.

ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით, დასაქმებულთა ყველაზე დიდი წილი საცალო და საბითუმო ვაჭრობაზე მოდის, ყველაზე მცირე ნაწილი კი ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტზე. ვაჭრობის სექტორის დასაქმებულთა უდიდესი ნაწილი თბილისში, აჭარასა და იმერეთში მუშაობს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საშუალო მაჩვენებელთან შედარებით შრომის ანაზღაურება ვაჭრობის სექტორში დაბალია და 790 ლარს არ აღემატება.
ოფიციალური მონაცემებით, ვაჭრობის სექტორი მთლიანი დასაქმების 9%-ს და ბიზნეს სექტორის დასაქმების 25%-ს უზრუნველყოფს.