Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ყველაზე მოგებიანი ბანკები

5a79c640c3c22
მარი როჭიკაშვილი
06.02.18 19:13
982
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2017 წლის IV კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოქვეყნა. წელი ზარალით მხოლოდ ერთმა - სილქ როუდ ბანკმა დაასრულა. ბანკის ზარალმა – 495 555 ლარი შეადგინა.

წმინდა მოგების მიხედვით ბანკების რეიტინგი შემდეგია:

საქართველოს ბანკი - 371 745 599 ლარი

თიბისი ბანკი - 295 663 222 ლარი

ლიბერთი ბანკი - 52 378 708 ლარი

ვითიბი - 20 258 121 ლარი

ბანკი ქართუ - 36 817 679 ლარი

პროკრედიტ ბანკი - 20 059 927 ლარი

ბაზისბანკი - 19 587 842 ლარი

ტერაბანკი - 16 261 131 ლარი

კრედო ბანკი - 14 963 930 ლარი

ხალიკ ბანკი საქართველო - 11 702 782 ლარი

პაშა ბანკი - 4 007 242 ლარი

ფინკა ბანკი საქართველო - 2 157 785 ლარი

სს ზირაათ ბანკი - 859 435 ლარი

აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველო - 750 960 ლარი

სილქროუდ ბანკი - 495 555 ლარი

2017 წლის მოგება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად საქართველოს ბანკს გაეზარდა, - ზრდამ 156 მილიონი ლარი შეადგინა. თიბისის მოგება წლიურად 40 მილიონი ლარით გაიზარდა. ლიბერთის მოგების ზრდამ წლიურად დაახლოებით 17 მილიონი ლარი შეადგინა. 8 მილიონზე მეტად გაიზარდა ხალიკ ბანკის წმინდა მოგება.

შემცირდა ზირაათ ბანკის, პაშა ბანკის, ბაზისბანკის, პროკრედიტ ბანკისა და ბანკი ქართუს წმინდა მოგებები.