Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო VS ფარმაცევტული კომპანიები

BM.GE
07.07.21 18:34
418
ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდები 47%-დან 2030 წლისთვის 30%-მდე შემცირდება, მედიაკმენტებზე დანახარჯების წილი კი ჯანდაცვაზე ჯიბიდან დანახარჯებში 62%-დან 40%-მდე დაიკლებს. ამ მაჩვენებლების მიღწევას გეგმავს ჯანდაცვის სამინისტრო მომავალი 10 წლის განმავლობაში. დღეს ჯანდაცვის მინისტრმა 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე ისიც თქვა, რომ სახელმწიფო და მოქალაქეები მედიკამენტების ფასების მძევლად არიან ქცეული და ამ მიმართულებით საჭიროა მტკივნეული გადაწყვეტილებები. საკმაოდ მკაცრი იყო მინისტრი იმ ფარმაცევტული საწარმოების მიმართაც, რომლებიც GMP სტანდარტზე გადასვლის გადავადებას ითხოვენ. რა პოზიცია აქვს ტიკარაძეს და როგორ ეხმაურება კერძო სექტორი მინისტრს?