Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭოში ბიზნესომბუდსმენის აპარატიც ჩაერთვება

5a69968e3e46d
თამუნა დემეტრაშვილი
25.01.18 13:20
745
ელექტრონული ტენდერებისა და კონკურსების ჩატარებისას წარმოშობილი დავების განხილვის პროცესში ბიზნესომბუდსმენის აპარატიც ჩაერთვება. შესაბამისი ცვლილებები “სახელმწიფო შესიდვების შესახებ კანონში“ შევიდა, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა. ცვლილებები სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობის დაკომპლექტების წესსა და პროცედურებს ეხება.

ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი საბჭოს შემადგენლობასა და მუშაობაში იმ შემთხევაში ერთვება, თუკი "სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება სახელმწიფო შესყიდვის სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს შეადგენს ან აღემატება მათ“,- ნათქვამია კანონში.

მონეტარული ზღვრების ოდენობა კი კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში აისახება, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

ბიზნესომბუდსმენის ერთი წარმომადგენლის გარდა, ასეთ შემთხვევებში დავების განხილვის საბჭოში იმუშავებენ კონკურენციის სააგენტოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და აკადემიური წრეების შესაბამისი პროფილის თითო-თითო წარმომადგენელიც. ამ ორგანოებიდან წამომადგენლის დასახელებს წესსაც ასევე კანოქვემდებარე ნორმატიული აქტი განსაზღვრავს.