Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

„ჯიდი ჯგუფმა“ ბინები ვერ ააშენა - რატომ ითხოვს დევნილთა სააგენტო „არდისგან“ 8 მილიონს?

BM.GE
07.02.22 19:04
313
იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის პრობლემური თემით განვაგრძობთ გადაცემას - რატომ ითხოვს ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო „არდი დაზღვევისგან“ 8 მილიონ ლარს და რატომ ვერ შეძლო კომპანია „ჯიდი ჯგუფმა“ 144 დევნილი ოჯახისთვის ბინების აშენება. უფრო მეტს ბიემჯის მთავარი რედაქტორი თელარა გელანტია მოგვიყვება. თელარა გისმენთ - პირველ რიგში, საინტერესოა რა ბედი ელით დევნილებს, რომლებიც ამ კომპანიისგან ელოდნენ ბინებს და ასევე, დაკარგულია თუ არა მილიონები, რომელიც ამ კომპანიას ბიუჯეტიდან გადაურიცხეს?