20.May .2021 10:28

“ჯიპიაი ჰოლდინგის" და "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" ერთობლივი პროექტი

253
Back

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც „ჯიპიაის” საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ფონდის ბენეფიციარები შეძლებენ, მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი ონკოლოგიური კლინიკები აირჩიონ და თავიანთი სამედიცინო ისტორია გაგზავნონ. მონაცემების გაგზავნის შემდეგ, მათ დიაგნოზს ონკოლოგიის წამყვანი სპეციალისტები კონსილიუმზე განიხილავენ.