Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ჯიპიაი-ს ასისტენტ ბოტი “აქვე” დაგაზღვევთ

BM.GE
19.04.22 09:15
272
"ჯიპიაი ჰოლდინგის" მომხმარებელს დაზღვევის შეძენა ახლა უკვე ფეისბუქიდან გაუსვლელად, მესინჯერ ბოტით შეეძლება. მომხმარებელს უკვე შეუძლია ონკოლოგიური რისკებისგან დაზღვევის პოლისი, ონკოქეარი აქვე პირდაპირ Facebook ჩათიდან შეიძინოს და ამ პროდუქტთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე პასუხი ბოტისგან მიიღოს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მალე ბოტის დახმარებით მსურველები სხვა სადაზღვევო პროდუქტების შეძენასაც შეძლებენ. ჩეტბოტის მთავარი მისიაც მარტივად შეძენა იქნება.