ლევან მაღრაძე - "ბალავარი", ფინანსური დირექტორი
მარტის დასაწყისში თბილისის მერიამ "სამშენებლო ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი დააინიცირა. დედაქალაქის მერ კახა კალაძის განმარტებით, კანონპროექტი მშენებლობების კუთხით სამ კონკრეტულ მიმართულებას მოიცავს: 1. სამშენებლო ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე.
2. მშენებლობებზე, სამუშაოების დარღვევებით წარმოებასა და ამ დარღვევების განმეორებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება.
3. ჯერ კიდევ ექსპლოატაციაში შეუსვლელი შენობა-ნაგებობის ელექტრონერეგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგება აიკრძალება.
კალაძის ინიციატივა უკვე პარლამენტშია ინიცირებული და მის განსახორციელებლად 7 კანონში უნდა შევიდეს ცვლილება. საკითხის განხილვა დაიწყო, თუმცა მოგვიანებით კონკრეტულ საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო კანონპროექტი დროებით დაპაუზდა.
„მშენებლობის ამნისტიის“ შესახებ კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით, პარლამენტში სამუშაო შეხვედრაც გაიმართა, რომელშიც კანონპროექტის ავტორებთან ერთად, თბილისის მერიის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, დეველოპერული და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პროექტის ერთ-ერთი ავტორი, ბექა დავითულიანი ამბობს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა მეტ-ნაკლებად, ყველა პოზიციის შეჯერებით არის წამოყენებული, თუმცა გარკვეული შენიშვნები ჯერ კიდევ რჩება.
See all the news
All News
Financial Services in CAREC
#TheCheckpoints: TIWB & Georgia - Interview with Rusudan Kemularia, Head of TIWB Secretariat
Stoli® Group to Release Limited-Edition Bottle in Support of the Ukrainian People
როგორ მოხვდა 17 წლის ანასტასია ლელაძე ჰარვარდში? - ანასტასია ლელაძე ქალების ნარატივში
"Literally the whole village was waiting for the first harvest of strawberry" - Kvitsiani family from Svaneti
Aliyev replaces long-serving central bank head with loyalist
Putin imposes visa restrictions on citizens from 'unfriendly' countries
BMG-ს მედია რუბრიკა: #პროფესიონალი - გიორგი მიქაია
Business Leaders Council by USAID and Georgian Business
ვინ არის მსოფლიოში #1 სნაიპერი “Wali”?
ბინების ქირის ფასი 50%-მდე გაიზარდა
DriveWealth-G&T Cooperation
"Today we are all Ukrainians"- Zurab Pololikashvili
Tourism is the main bridge for building understanding - ZURAB POLOLIKASHVILI
FAQ’s and Analysis on Lari & FDI - Interview with Fady Asly
მინერალური და მტკნარი წყლის ფასები ქართულ ბაზარზე
China continues to push competitors out of the global walnut market
Moscow to Host First Meeting of Turkish & Armenian Special Envoys on Jan 14
Scientists Discover New Part of the Human Body
Turkey's Exports Soar by 33.7% to $21.5B in November