11.Jun .2021 14:02

კარდიოქირურგთა ასოციაცია ოპერაციების ნაწილზე ტარიფების გაზრდას ითხოვს / ანალიტიკა - 11.06.2021_13:40 - გადაცემა სრულად

Back

ანალიტიკა - 11.06.2021_13:40 - გადაცემა სრულად


ეპიდსიტუაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ დღის წესრიგში ჯანდაცვის სფეროში არსებულ სხვა საკითხებზეც დაიწყოს კომუნიკაცია - ეს არის დღეს კარდიოქირურგთა ასოციაციის მტკიცე პოზიცია და უახლოეს მომავალში ასოციაცია გეგმავს, ჯანდაცვის სამინისტროსთან ძვირადღირებულ ქირურგიულ ოპერაციებზე ტარიფის გაზრდის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.

რაც ჩვენ ვიცით, ასოციაციის პოზიციაა, რომ ქირურგიულ ოპერაციებზე ტარიფების გათანაბრებამ, რაც 2019 წლის ნოემბერში შევიდა ძალაში, დარგს პრობლემები შეუქმნა, კერძოდ, ფინანსური ზიანი მიაყენა კლინიკებს, ასევე ქირურგიულ ბრიგადებს, რომლებსაც ანაზღაურება შეუმცირდათ. უნიფიცირებული ტარიფის პირობებში, სახელმწიფოს მიერ დეფიბრილატორების შეძენამ ამ ნაწილში გარკვეულწილად კი დააბალანსა გაზრდილი ხარჯები, თუმცა ლარის გაუფასურება დოლარისა და ევროს მიმართ, მაინც მძიმე ტვირთი აღმოჩნდა მთლიანად დარგისთვის.

სტუმარი: სულხან ლომინაძე - საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი;