Home
Category
TV Live Menu
Loading data...

„კარფურმა“ პირველი ინსტანციის სასამართლო წააგო / ანალიტიკა - 17.12.2021_13:40 - გადაცემა სრულად

BM.GE
17.12.21 14:43
381
კომპანია „გრანდმა“ ჰიპერმარკეტების ქსელ „კარფურთან“ დავა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოიგო. მის გარდა, სასამართლოს განაჩენს კიდევ რამდენიმე ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია ელოდება. მარტში 10-მდე ასეთი კომპანიის სარჩელი კომპანია მაჯიდ ალ ფუტაიამის წინააღმდეგ სასამართლოში შევიდა. ისინი „კარფურს“ უკანონო და არაპარტნიორულ დამოკიდებულებაში სდებენ ბრალს. ასევე, ამტკიცებენ, რომ "კარფური" მათ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე საკმაოდ სოლიდურ თანხებს აჭრის.

მოსარჩელე შპს „გრანდის“ სარჩელი სასამართლოს პირველმა ინსტანციამ სრულად დააკმაყოფილა. კომპანიის სასარგებლოდ კარფურს დაეკისრა: 22 000 ლარამდე ღირებულების მიწოდებული საქონლის საფასურის გადახდა; 2019 წლის 3 სექტემბრიდან 2021 წლის 9 მარტამდე პერიოდში მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 2387 ლარის ოდენობით; 2021 წლის 9 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე გადაუხდელი ნასყიდობის საფასურის წლიური 8.8%-ის გადახდა; საპროცენტო ხარჯები, საპროცესო ბაჟი და იურიდიული მომსახურების საფასური - ესეც სრულად „კარფურს“ დაეკისრა.

კარფური დავობდა, რომ ეს თანხა გარკვეული მარკეტინგული მომსახურების საფასურში უნდა გაექვითა.გრანდის მთავარი სადავო საკითხიც სწორედ ეს იყო - კარფურს გაქვითვის უფლება არ ჰქონდა.

ექნება თუ არა ამ გადაწყვეტილებას ჯაჭვური რეაქციის ეფექტი უკვე სხვა მომჩივანებთან მიმართებით და რა ეტაპზეა სხვა საქმეები?

სტუმარი: ალექსანდრე ნაჭყებია - Nexia TA Legal-ის იურიდიული მომსახურების ხელმძღვანელი