https://bm.ge/ka/uploads/banner9/1140-x140px.gif
22.Sep .2020 10:03

„კავკასუს ონლაინი“ საკონსტიტუციო სასამართლოში დავისთვის ემზადება - რევაზ კოპალაძე დეტალებით საქმიან დილაში

Back

„კავკასუს ონლაინი“ საკონსტიტუციო სასამართლოში დავისთვის ემზადება. კომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას „კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირქტორი რევაზ კოპალაძე აცხადებს, რომ სარჩელის შეტანას უახლოეს დღეებში აპირებენ. საქმე იმაშია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 20 აგვისტოს „სხდომაზე კავკასუს“ ონლაინს 270,000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და ერთი თვე მისცა, რათა შებრუნდეს გარიგება, რომლითაც კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი NEQSOL ჰოლდინგი გახდა. ამასთან, კომისიის გაფრთხილების თანახმად, თუკი ერთი თვის განმავლობაში შესაბამისი მოთხოვნა არ იქნებოდა შესრულებული, ჯარიმის ნაცვლად სხვა სახის სანქცია იქნებოდა განხილული. ამ დროისთვის უცნობია, იქნება თუ არა, ეს სანქცია კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნა.

სტუმარი: რევაზ კოპალაძე - "კავკასუს ონლაინი", აღმასრულებელი დირექტორი