Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კახა ბექაური: ტელევიზიებში სარეკლამო შემოსავლები გაზრდილია

5a8ea0cd6848f
სალომე მეცხვარიშვილი
22.02.18 14:50
712
"2012 წლიდან 2017 წლამდე სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა", - ამის შესახებ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელმა კახა ბექაურმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა სადაც ბოლო 5 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა მედიას. მისი ინფორმაციით, 2012 წელს ტელეკომპანიების შემოსავლები 63 მილიონ 355 ათასი ლარიდან 25 მილიონ 600 ათასი ლარით გაიზარდა და 2017 წელს დაახლოებით 89 მლნ ლარი შეადგინა.

როგორც კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, შემცირებულია არა სარეკლამო ბაზარი არამედ ტელევიზიებში შესული თანხები, რაც განპირობებულია გაყიდვების ახალი სტრუქტურის დანერგვით.

"ანალიზმა აჩვენა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სარეკლამო სააგენტოები რეკლამის დამკვეთისგან რეკლამის განთავსებისთვის გადახდილი თანხის 27%-ს იტოვებდნენ, ხოლო ზოგ შემთხვევაში ეს თანხა 33%-ს აღწევდა. ამ და სხვა კომპანიებიდან რეკლამაში გადახდილი თანხების შესწავლამ ცხადი გახადა, რომ მთლიანი სარეკლამო შემოსავლები ტელეკომპანიებამდე არ მისულა. შესაბამისად, ეს თანხა მათ შემოსავლებში არ აისახა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლამდე სარეკლამო სააგენტოების მომსახურების განაკეთი 5-7%-მდე მერყეობდა. ხოლო იმ სტრუქტურით რომელიც 2017 წელს შეიქმნა, გარდა ამ 7%-სა დამატებით სარეკლამო ბაზრის მთლიანი შემოსავლების არანაკლებ 20% ტელეკომპანიების მიღმა დარჩა". - ამბობს ბექაური.

კომისიამ ანალიზისთვის დამკვეთი კომპანიების მონაცემები გამოითხოვა და ტელეკომპანიების დეკლარირებულ შემოსავლებს შეადარა.