Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ალტა" "მეტრომარტის" 50%-ის მფლობელი გახდა

5a33c3f0da213
BM.GE
15.12.17 16:42
1170
კომპანია ალტამ და მეტრომარტმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, "ალტა" "მეტრომარტის" წილის მფლობელი გახდა. ინფორმაციას "ალტა" ავრცელებს.

"უმსხვილესმა საბითუმო კომპანიამ "ალტა" ელექტროტექნიკის ჰიპერმარკეტების ქსელის "მეტრომარტი” 50% წილის შეძენაზე განაცხადი 2017 წლის ოქტომბერში შეიტანა.

სახელმწიფოს მიერ კანონით დაწესებული რეგულაციების გავლის შემდეგ კომპანია ალტა 2017 წლის დეკემბრის ბოლოს "მეტრომარტის" წილის გადაფორმებას დაასრულებს.

აღნიშნული შეთანხმება ალტასთვის შესანიშნავ სტრატეგიულ მორგებას წარმოადგენს ვინაიდან ინვესტიციის მიზანია მზარდი კონკურენციის პირობებში ლოჯისტიკური ხარჯების ოპტიმიზაცია”განაცხადეს კომპანია ალტაში.

ალტას კონსოლიდაცია მეტრომარტთან კლიენტების მომსახურების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია, ვინაიდან მწარმოებლიდან მომხმარებლამდე მიწოდების ჯაჭვში დანახარჯი საგრძნობლად შემცირდება. ალტას 20 წლიანი გამოცდილების შედეგად, მეტრომარტის ქსელში მომხმარებელს დახვდება, ხარისხიანი პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი უფრო კონკურენტუნარიანი ფასებით.

შეგახსენებთ, რომ კომპანია ალტამ 2015 წლის დეკემბერში პირველი დიდი ინვესტიცია განახორციელა ქართულ ბაზარზე, როდესაც ოქეისთან ქსელი გააერთიანა და დღესდღეობით, ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელის "ალტაოქეი"-ს 50%-იანი წილის მფლობელია",- ნათქვამია განცხადებაში.