Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

“კიბერრეალობა 2022” - კონფერენცია კიბერუსაფრთხოებაზე

BM.GE
05.10.22 09:49
145
ის რაც წლების წინ დანაშაულად საერთოდ არ ითვლებოდა, იმიტომ რომ უბრალოდ არც არსებობდა დღეს ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული და საფრთხის შემცველი კრიმინალია - 21–ე საუკუნეში სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, კიბერ რისკების რაოდენობა მნიშვნელოვნად მატულობს. კიბერდანაშაული და თავდაცვისათვის ყველა და ნებისმიერ უცხო რესურსთან კრიტიკული დამოკიდებულების აუცილებლობაზე საფინანსო სფეროს წარმომადგენლები მუდმივად შეხსენებების რეჟიმს და ინფორმირებას არ აკლებენ. 6 ოქტომბერს საბანკო და ​​კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ასოციაციის ორგანიზებით კონფერენცია კიბერრეალობა 2022 გაიმართება, რომელზეც განსახილველ საკითხებს შორის ერთ ერთია „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში 2021 წელს შეტანილი ცვლილებები, დაზუსტებები და სუბიექტებთან ურთიერთთანამშრომლობის ქვაკუთხედები. 

სტუმრები: ალექსანდრე ძნელაძე - საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი;
ნიკოლოზ გაგნიძე - კიბერუსაფრთხოების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარე;