“კლეპტოკრატიასთან ბრძოლა თაობებს მოიცავს, მცდარი აზრი, რომ მიზანი უკვე მიღწეულია შეიძლება რეფორმების შემობრუნების და კლეპტოკრატიის ზრდის საფუძველი გახდეს, ეს შეიძლება მოხდეს რეფორმების 8 წლის პროცესის შემდეგაც, რასაც აჩვენებს უკრაინის მიმდებარედ არსებული საქართველოს გამოცდილება 2012 წლის შემდგომ,” - ნათქვამია USAID-ის მიერ გამოქვეყნებულ სახელმძღვანელოში, რომელიც გლობალურ კლეპტოკრატიასთან ბრძოლას აფასებს და ამ მხრივ წარმატებისა და წარუმატებლობის მაგალითებს მიმოიხილავს.
კლეპტოკრატია არის მმართველობის ფორმა, როდესაც მმართველი ელიტები ქვეყნის რესურსებს საკუთარი გამდიდრების მიზნით იყენებენ. სახელმწიფო რესურსების მიტაცებით კი ისინი საკუთარ ძალაუფლებას და გავლენას აფართოებენ. კლეპტოკრატია პირდაპირ არის დაკავშირებული კორუფციასთან და ინსტიტუტების ფუნქციონირების მოშლასთან, თუმცა ის უფრო მეტად კორუფციის ელიტურ სახეს წარმოადგენს.
საქართველოს გარდა, დოკუმენტში კიდევ არაერთ ქვეყანაზეა საუბარი, მათ შორის უკრაინაზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, სამხრეთ აფრიკაზე, სუდანზე, მოლდოვაზე, სომხეთზე, მალაიზიასა და სხვებზე. საქართველო ამ დოკუმენტში მოყვანილია როგორც წარმატების, ასევე წარუმატებლობის მაგალითად. დოკუმენტში წარმატების პერიოდად აღიარებულია 2004-2012 წლები, როდესაც ქვეყანა სწრაფ და ეფექტურ ნაბიჯებს დგამდა კორუფციისა და კლეპტოკრატიის შესამცირებლად. მათ შორის დოკუმენტში დეტალურადაა განხილული საქართველოს მიერ გატარებული პოლიციის რეფორმა, რომელიც სამართალდამცავი სისტემის გარდაქმნის ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად არის აღიარებული. დოკუმენტში ასევე საუბარია ქართული რეფორმების ექსპორტის მაგალითებზე, მათ შორის უკრაინის მიერ 2014 წლის შემდგომ ეროვნული პოლიციის ქართული მოდელით მშენებლობის პროცესზე.
თუმცა, 2012 წლის შემდგომ პერიოდზე USAID-ი კარდინალურად განსხვავებულ სურათს აღწერს, რაც ოლიგარქიული მმართველობის დომინირებასთან, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებასთან და კორუმპირებული ჩინოსნების დაუსჯელობის სინდრომთან არის ასოცირებული.
“ბოლო ათწლეულის განმავლობაში ნათელი გახდა, რომ საქართველოს უმდიდრესმა ოლიგარქმა მოახდინა სახელმწიფოს მიტაცება. Transparency International-ის კვლევა აღწერს კორუმპირებული ჩინოსნების დაუსჯელობის სინდრომს, საქართველოს მზარდ დამოკიდებულებას რუსეთზე და ოლიგარქის საიდუმლო გარიგებებზე რუსეთთან,”- ნათქვამია USAID-ის დოკუმენტში.
კლეპტოკრატიასთან ბრძოლის დოკუმენტში ასევე საუბარია უკრაინის და მოლდოვას მაგალითებზე, სადაც ოლიგარქების კრიმინალურ სამყაროსთან კავშირზე და მათ მიერ მედიის, ტრანსპორტის სექტორის და სხვა მნიშვნელოვანი სფეროების მონოპოლისტურ ფლობაზეა ხაზი გასმული. ასევე აღნიშნულია, რომ ოლიგარქები ძირითად შემთხვევაში თავს აფარებენ ოფშორებს.
სტუმრები: გიორგი ონიანი - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე;
სოსო ბერიკაშვილი - კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ეკონომიკის სკოლის დეკანი;
გიორგი რუხაძე - საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ევროპული კვლევების დირექტორი.
See all the news
All News
"Georgia will be faithful to the European path... I serve this path" - Ambassador of Georgia to France
Cavea plus-ის 6 თვის შედეგები და გამოწვევები
Gold is shining in the new geopolitical world
JSC “Rustavi Azot” was sold
We Are Creating An Innovative Co-Working Space In Tbilisi - Sergi Gvarjaladze
NG Georgia - თარგმანი ყველა ენაზე
The Rich Often Enjoy Tax Break - Deputy Minister
Israel Got Acquainted With The Business Tourism Potential Of Georgia
Kettari Foundation became a partner of DATAFEST this year
#ბიზნესსიახლეები BM.GE-სგან / 11.11.2022
საქმის კურსი - 11.11.2022 - კოლაჟი
„1500 ადამიანი უმუშევარი დარჩება“ - 38 ფარმაცევტულ საწარმოს საქმიანობა შეზღუდული აქვს
“პროდუქტებზე ფასების ზრდა იმდენად მაღალი იყო, რომ მცირედი კლება შესამჩნევი აღარ არის” - ივა ჭყონია
საქმის კურსი - 11.11.2022_17:40 - გადაცემა სრულად
მაკროეკონომიკური ტრენდები მსოფლიოსა და საქართველოში
"დღეს, ახალგაზრდები ხედავენ თუ რა ხდება მსოფლიო კულინარიაში, რას ნიშნავს იყო მზარეული, რას ნიშნავს გქონდეს ტიტული და შენი ქვეყანა გააცნო მსოფლიოს კულინარიით" - ლევან კობიაშვილი
EBRD to fund the rehabilitation of 10 metro stations in Tbilisi with €50 million project
Tata Power’s CEO Pays Visit to BMG
Turkiye generates more than $35B tourism income in 1st nine months of 2022
NEQSOL Holding has won defamation case against Communications Commission