Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კლინიკები 10 წლის წინ დადგენილი ტარიფების გადახედვას ითხოვენ

BM.GE
30.06.21 18:39
366
სამედიცინო სექტორი ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგ ტარიფების გადახედვის თხოვნით ამჯერად პრემიერ მინისტრს მიმართავს. კლინიკები ჯერ კიდევ 10 წლის წინ დადგენილი ტარიფების გადახედვას ითხოვენ, მათ შორის 520-დადგენილებით განსაზღვრულ კარდიოქირურგიასა და რეანიმაციულ მომსახურებაზე უნიფიცირებული ტარიფების ზრდას.

კლინიკებმა უკვე გაუგზავნეს ჯანდაცვის სამინისტროს იმ პირდაპირი თუ არაპირდაპირი ხარჯების ჩამონათვალი, რის საფუძველზეც უწყებამ ტარიფების ახლებურად დაანგარიშებაზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. აქვს თუ არა კერძო სექტორს მთავრობისგან პასუხი?