Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კლინიკები 520-ე დადგენილებით დადგენილი ტარიფების ინდექსაციას ითხოვენ

BM.GE
05.05.22 22:17
289
კლინიკები 520-ე დადგენილებაში გათვლისწინებული ტარიფების ინდექსაციას ითხოვენ. ეს დადგენილება კარდიოქირურგიულ და ინტენსიური თერაპიის მომსახურებაზე ჯერ კიდევ 2019 წლიდან მოქმედებს, და აღნიშნულ მომსახურებაზე უნიფიცირებულ ტარიფებს ადგენს. კლინიკები ამბობენ, რომ დადგენილი ტარიფები ინფლაციის, ლარის კურსისა და კომუნალური ხარჯების ზრდის ფონზე საკმარისი აღარ არის. ვიდრე ქვეყანაში კლინიკების ანაზღაურების ახალი სისტემა ამოქმედდება, მანამდე სამედიცინო სექტორი სამინისტროს ტარიფების ინდექსაციის შემოღებას სთხოვს.