Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ჰოლანდიური მედია საქართველოთი ინტერესდება

5a89573f7dcad
მარიამ ადამია
18.02.18 14:32
873
“პატარა კავკასიური ქვეყანა, შესაძლოა საექსპორტო გიგანტად გადაიქცეს” - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა ნიდერლანდურმა გამოცემამ Meat Packing Journal-მა, 2018 წლის იანვარ-თებერვლის გამოცემაში სტატია, რომელიც მთლიანად საქართველოს და სოფლის მეურნეობაში საექსპორტო პოტენციალს მიეძღვნა.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ეს ის ქვეყანაა, სადაც მოსახლეობას დაბალი ხელფასები აქვს, თუმცა შექმნილია ხელსაყრელი ბიზნეს გარემო, რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი აღმოჩნდეს ინვესტორისთვის.

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ხორცის ინდუსტრიაზე, განსაკუთრებით კი, ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიაზე, ჩირინაზე გამახვილდა, სადაც კომპანიის გეგმებსა და გამოწვევებზე, დირექტორის მოადგილემ ქეთი ვაშაკიძემ ისაუბრა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ „ჩირინამ“ შესაძლოა მიაღწიოს იმ დონის წარმატებას, რომელიც ყველას გაოცებას შეძლებს. წარმატების საიდუმლო კი, თავად წარმატებისკენ სწრაფვაა. კომპანია მუდამ ორიენტირებულია ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე, მათ შორის საკუთარი წარმოების გაზრდა-გაფართოებაზე. ეს არის პროდუქცია, რომელიც მთლიანად საქართველოში იწარმოება და ბაზარზე ყოველდღიურად ახალი, ნედლი, ასევე, გაყინული ხორცით არის წარმოდგენილი.

„კომპანია ჩამოყალიბების დღიდან საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება, ფართოვდება და ქმნის წარმატებულ პრეცენდენტს, თუ როგორ უნდა განვითარდეს აგროწარმოება ქვეყანაში. შემდეგი ნაბიჯი კი, წარმომადგენლების თქმით, პროდუქციის ექსპორტზე გატანა იქნება.

ჯერჯერობით კონკრეტული საექსპორტო ქვეყნები კომპანიის მხრიდან არ დასახელებულა, თუმცა საუბარი იყო რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობაზე და აღინიშნა, რომ ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის საკმაოდ დაძაბულია, რაც გარკვეულ რისკს შეიცავს ბიზნესის წარმოების პროცესში“, - ვკითხულობთ სტატიაში.