Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ” თანამშრომლები დააჯილდოვა

BM.GE
15.02.23 10:19
142
"კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიამ" საკუთარი თანამშრომლები საუკეთესო შედეგებისთვის დააჯილდოვა. ჯამში 15-მა თანამშრომელმა კოკა-კოლას ბოთლის სიმბოლური ოსკარი და ფულადი ჯილდო მიიღეს. დასაქმებულების სტიმულირებისთვის ასეთი ტიპის დაჯილდოება კომპანიაში წელს პირველად ჩატარდა და როგორც bmg-ის გადამღებ ჯგუფს უთხრეს, დაჯილდოების ცერემონია ყოველწლიურ სახეს მიიღებს. წლევანდელი დაჯილდოებისთვის კომპანიამ 40 000 ლარი გამოყო, მომდევნო წლებში კი ეს ბიუჯეტი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რაც ნიშნავს რომ 2024 წელს კიდევ უფრო მეტ ადამიანს გადაეცემა კომპანიის მხრიდან ჯილდო.