Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომელთა დაზღვევაზე 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

5a86a2399ef00
თამუნა დემეტრაშვილი
16.02.18 13:19
653
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ტენდერი სადაზღვევო სერვისი შეძენის მიზნით გამოცხადდა. სატენდერო პირობებით, ერთი თანამშრომლის ყოველთვიურ დაზღვევაზე სავარაუდოდ 54 ლარი უნდა დაიხარჯოს. სულ ტენდერის საფუძველზე ორგანიზაციის 4200 თანამშრომლის სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფაა გათვალისწინებული.

პრეტენდენტ სადაზღვევო კომპანიებს ქვეყნის მასშტაბით არანაკლებ 140 პროვაიდერი კლინიკა უნდა ჰყავდეთ, ასევე ოჯახის ექიმების საკმარისი რაოდენობა, თუმცა საქართველოს მასშტაბით არანაკლებ 100 ექიმი. სატენდერო წინადადებების წარდგენა 23 თებერვალს დაიწყება.