Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"თელავის ღვინის მარანი" ღვინის ტურიზმის მიმართულების განვითარებას იწყებს

5a6eb435ef40d
მაია ბიწაძე
29.01.18 10:00
1622
კომპანია "თელავის ღვინის მარანი" ღვინის ტურიზმის მიმართულების განვითარებას იწყებს, როგორც Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ რამაზაშვილმა განუცხადა, ყვარელში ღვინის საწარმოს ტერიტორიაზე მოეწყობა სპეციალური ინფრასტრუქტურა, სადაც ტურისტებს საშუალება ექნებათ ღვინოც დააჭაშნიკონ და მთელი დღის განმავლობაში დაისვენონ, მათ საინტერესო ტურისტულ მარშუტებსაც დუგეგმავენ.

"ვფიქრობთ, წელს დავამთავრებთ მარნის სრულ კეთილმოწყობას, საწარმოს ტექნოლოგიური მხარე წელიწადზე მეტია დავამთავრეთ, ანუ ღვინის გადასამუშავებელი მოწყობილობები, მათი ლოგისტიკა, თავისი სასაწყობე მეურნეობებით და ახლა გადავდივართ იმ ეტაპზე, რაც ეხება ,,სტუმრების მიღების“, ღვინის ტურიზმის მიმართულების განვითარებას. პირველ რიგში ეს ეხება მარნის გარეგნულ მხარეს, მოეწყობა მისაღები შენობა, სადაც პირველად ხვდება სტუმარი, შემდეგ ეზო, გარეთ უკვე გავაკეთეთ პარკინგი, როგორც საერთაშორისო სტანდარტები მოითხოვს, მოეწყობა სადეგუსტაციო დარბაზი, ასევე მთავრდება სპეციალური საძველო, სადაც ძველი ღვინოების დაჭაშნიკების საშუალება იქნება. აღდგენა მიდის ძველი, ისტორიული მარნის, რომელიც აქ არსებობდა, ანუ ეს იქნება მთლიანი კომპლექსი, სადაც სტუმარს შეეძლება ფაქტიურად მთელი დღე გაატაროს",- განაცხადა რამაზაშვილმა.

პროექტში, რომელიც ღვინის ტურიზმის განვითარებას ისახავს მიზნად, ჯამში 1,5 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯება.