Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კონფერენცია "ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების შესახებ" კავკასიის მედიცინის ცენტრში

BM.GE
27.09.22 10:14
131
26 და 27 სექტემბერს კავკასიის მედიცინის ცენტრი „ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეების ციტოლოგიური და ჰისტოლოგიური დიაგნოსტირების“ შესახებ კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიებას ქართველ სპეციალისტებთან ერთდ ნიდერლანდების ლაბორატორიის LABPON-ის ციტო-პათოლოგი, მარიშკა შრევენ-სტელარდი უძღვება. ორი დღის განმავლობაში გამართულ სემინარებში მონაწილეობას კავკასიის მედიცინის ცენტრის, ასევე ლაბორატორია „მეგალაბისა“ და ევექსის ქსელის ექიმები იღებენ. კონფერენციაზე ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეების ციტოლოგიური და ჰისტოლოგიური საკითხები გაიხილება და ენდოკრინოლოგები, ციტოლოგები და პათოლოგ-ანატომები ერთმანეთს პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებენ. აღნიშნული კონფერენცია ხელს უწყობს სიახლეების დანერგვას ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეების დიაგნოსტირების კუთხით და საერთაშორისო სამედიცინო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა.