Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კონფერენცია ,,ვაქციოთ გლობალური მიზნები ადგილობრივ ბიზნესად"

BM.GE
24.03.21 09:51
511
ხვალ და ზეგ გაეროს გლობალური შეთანხმებისა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, საქართველო პირველად საერთაშორისო კონფერენციას ,,ვაქციოთ გლობალური მიზნები ადგილობრივ ბიზნესად" მასპინძობს, თუმცა ცხადია ვირტუალურად. მთავარი საკითხები რაზეც მონაწილეები იმსჯელებენ და მონაწილეები იქნებიან 5 ქვეყნიდან ისეთ საკითხებს მიეძღვნება, როგორიცაა მწვანე ეკონომიკა, ინოვაციები, მწვანე დაფინანსება და პარტნიორობა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მისაღწევად. თავად კონფერენცია შვედეთის მთავრობის და IFC-ის პროგრამის მხარდაჭერით იმართება, რომელიც შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნოს SECO-სთან პარტნიორობით ხორციელდება.

სტუმარი: სალომე ზურაბიშვილი - გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ხელმძღვანელი;
ალექს მატუა - პროკრედიტ ბანკის გენერალური დირექტორი.