Home
Category
TV Live Menu
Loading data...

აზერბაიჯანში ლიცენზია კიდევ ერთ ბანკს გაუუქმდა

5a40e2fe55aee
BM.GE
25.12.17 15:35
1005
აზერბაიჯანში კიდევე რთ ბანკს DemirBank-ს ლიცენზია გაუუქმეს. ქვეყნის ფინანსური ბაზრების ზედამხედველობის პალატის ანგარიშის მიხედვით, იგი ცენტრალური ბანკის მიერ დაწესებულ მინიმალურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. შესაბამისად, ბანკი კრედიტორების წინაშე აღებულ ვალდებულებებს ვერ ასრულებდა.

1989 წელს დაარსებული ბანკი DemirBank აზერბაიჯანის დეპოზიტების დაზღვევის ფონდის წევრია და ქვეყნის წამყვანი ათი ბანკის სიაში იყო. ბანკის აქციონერებს შორის არიან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ნიდერლანდების განვითარების ფინანსური კომპანია.