Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სამინისტრო ელექტროენერგიის იმპორტის ზრდის მიზეზებს განმარტავს

5a4655e15534c
დავით ჯალაღონია
29.12.17 19:00
932
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე იმპორტირებული ელექტროენერგიის ზრდის მიზეზებს განმარტავს. როგორც მიქაუტაძემ Bm.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ელექტროენერგიის იმპორტი მიმდინარე წელს იმ მოცულობით გაიზარდა, რა მოცულობითაც - მოხმარება.

მისივე თქმით, იმპორტის დასაბალანსებლად გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობა იგეგმება.

"ჩვენ ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვნად ვმუშაობთ. დაგეგმილია ახალი თბოელექტროსადგურის, ასევე რიგი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. გარდა ამისა, ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან გვაქვს დამაკავშირებელი ხაზები და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კონკრეტული ობიექტი დაიგვიანებს, შესაძლებელია იმპორტის განხორციელება ნესბიმიერი ქვეყნიდან და ამ კუთხით დივერსიფიცირებულები ვართ", - განმარტა რომეო მიქაუტაძემ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს 1 თვის მონაცემებით, 1 მილიარდ 362.5 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის 12 თვის მაჩვენებელს (478.9 მლნ კვტ.სთ) დაახლოებით სამჯერ აღემატება.