Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ფოთის პორტი ჩვენი დერეფნის განვითარების პერსპექტივასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს"

5a23b89c07ad1
BM.GE
03.12.17 14:00
956
„ფოთის პორტი შავი ზღვის დერეფნის განვითარების პერსპექტივასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს“, - ამის შესახებ ტრასპორტისა და კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრი მერაბ ადეიშვილი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, შავი ზღვის პორტების ტვირთბრუნვა 2016 წლის მონაცემებით 500 მლნ. ტონას აღწევს.

მათ შორის ნოვოროსიისკი 131,4 მლნ. ტონა;
კონსტანცა 46,2 მლნ ტონა;
იუჟნი 39,3 მლნ ტონა;
კავკაზი 33,2 მლნ ტონა;
ოდესა 25,3 მლნ ტონა;
ტუაფსე 25,2 მლნ ტონა;
ნიკოლაევსკი 22,4 მლნ ტონა;
ბურგასი 17,1 მლნ ტონა.

„ფოთის პორტი 6,3 მლნ ტონით, მეორე ათეულის ბოლოშია. საერთოდ ამ პორტის ტვირთბრუნვას თუ დავაკვირდებით ბოლო 15 წლის განმავლობაში, გრაფიკზე დავინახავთ, რომ მისი ამბიცია სულ 6-8 მლნ-ის და 300 ათასი კონტეინერის ფარგლებშია.

ამ პორტის მესვეურებს და მასთან აფილირებულ ბიზნესსაც აწყობთ შექმნილი მდგომარეობა, მიაჩნიათ, რომ ყველაფერი კარგადაა და არაფერი ცვლილებები საჭირო არ არის, მითუმეტეს ახალი ღრმაწყლოვანი პორტი და ა.შ.....

ჩვენ ჩვენი მოგება გვაწყობს და ამ ქვეყნისთვის მეტი არაფერი არ არის საჭიროო და უფრო მეტიც, დერეფნის განვითარების პერსპექტივასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.....

ანუ: სავსებით საკმარისია,რომ საქართველო 160 ქვეყანას შორის მსოფლიო ბანკის შეფასებით,სატრანსპორტო ლოგისტიკის ეფექტურობის კოეფიციენტის მიხედვით 130-ეა;
სავსებით მისაღებია, რომ ტვირთბრუნვა კლებულობს; საერთოდ არ უნდა ვიზრუნოთ რუსეთის პორტებში გადატვირთული 250 მლნ.ტ. ტვირთის კონკურენციაზე, სრულიად დასაშვებია ფოთის პორტის აუტსაიდერობა, მისაღებია არაკონკურენტუნარიანობა, პრაქტიკული მონოპოლია და საერთოდ სულ ტყუილად ვატარებთ აბრეშუმის გზის ფორუმებს და ა.შ.

აშკარაა, რომ სატრანსპორტო სისტემაში წლების განმავლობაში ჩაჯდა ისეთი გუნდები, რომლებმაც გაჭედეს დერეფანი, ლიმიტირებული გახადეს ის, დააკნინეს ქვეყნის ამბიცია და თანაც შესაბამისი პესიმისტური განწყობის და შეფასებების გაკეთება ნორმად აქციეს.

ან დღეს მთავრობა გაარღვევს ამ, ქვეყნისათვის მეტად სახიფათო სტაგნაციას, ან დავრჩებით მსოფლიო აუტსაიდერებში და აბრეშუმის გზაზე ჩვენი ეფაქტურობის და სატრანზიტო ფუნქციის ამბიციურობა საბოლოოდ ჩაბარდება ისტორიას“, - წერს ადეიშვილი.