Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"მთავრობამ მსხვილი ინფრასტრუქტურული ხარჯებისთვის ფისკალური სივრცე უნდა დაიტოვოს"

5a8a6d2179db4
BM.GE
19.02.18 10:21
716
"მთავრობის ხედვა ბიუჯეტთან დაკავშირებით უკავშირდება მიმდინარე ხარჯების შეზღუდვას, იმისთვის რომ დაიტოვოს ფისკალური სივრცე მსხვილი ინფრასტრუქტურული ხარჯებისთვის“, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონალურმა წარმომადგენელმა ფრანსუა პეშომ BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე ხარჯების ერთ-ერთი დიდი შემადგენელი ნაწილი ხელფასებია.

„2017 წელს მთავრობამ შეძლო ხარჯების შემცირება. ამ კუთხით მთავრობას აქვს პროგრესი. ვნახეთ კანონი საჯარო უწყების რეფორმის შესახებ. მსგავსი ხარჯების შემცირება საჯარო ინვესტიციებისთვის მეტ სივრცეს გააჩენს, რაც ვთვლით, რომ ინკლუზიური ზრდისთვისაა საჭირო", - ამბობს ფრანსუა პეშო. მისივე თქმით, ფონდი მიმდინარე წელს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლამდე შემცირებასაც ელის.

„ფისკალური დეფიციტი 2017 წელს დაახლოებით მშპ-ს 3% იქნება, რაც ნახევარი პროცენტით გაუმჯობესებული მაჩვენებელია, ვიდრე ველოდით. ეს ერთის მხრივ ასახავს კარგ შემოსავლებს და მეორეს მხრივ ხარჯების პარამეტრის დაცვას. მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნდეს მიმდინარე ხარჯები, რათა შესაძლებელი გახდეს კაპიტალური ხარჯების ზრდა. შედეგად, მომავალში მეტ ინკლუზიურ ზრდას დავინახავთ. 2017 წელს ინფლაცია ცენტრალური ბანკის სამიზნე მაჩვენებელზე მაღალი იყო, წლის ბოლოს 6,7% შეადგინა, რამაც წლის დასაწყისში დაიწყო კლება და იანვარში 4,3% შეადგინა. ეს მოსალოდნელიც იყო“, - ამბობს პეშო.