Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საბურთალოზე ქუჩებისა და ეზოების შეკეთებაზე 4 მილიონ ლარზე მეტი დახარჯება

5a755a11f23fc
მარი როჭიკაშვილი
03.02.18 10:41
615
საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე ქუჩების და ეზოების კაპიტალური შეკეთებისთვის საბურთალოს გამგეობა 4 223 566 მილიონ ლარს დახარჯავს. სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ჯეუ გრუპი” განახორციელებს.

გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, კონკრეტულ შესაკეთებელ ობიექტზე კომპანია დავალებას გამგეობისგან წერილობითი სახით მიიღებს. თანხაც ამ პროექტების შესრულების შესაბამისად ანაზღაურდება. საჭიროების შემთხვევაში კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ერთდროულად მინიმუმ 6 ობიექტზე მუშაობა.

შესრულებული სამუშაოს ხარისხზე პასუხისმგებელია კომპანია 3 წლის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი გამოსწორება “ჯეო გრუპს” საკუთარიი სახსრებით მოუწევს.