Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Bloomberg: კრიპტოვალუტების იაფი მაინინგი საქართველოში

5a894527918fb
BM.GE
18.02.18 15:00
1068
Bloomberg ერთ-ერთ ქართველ მაინერზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, ვახტანგ გოგოხია ხელს უწყობს ალტერნატიული ენერგიების დახმარებით მაინინგის განვითარებას.

,,იმისათვის, რომ კონკურენცია გავუწიოთ კრიპტოვალუტის მდიდარ მომპოვებლებს, საჭიროა საქართველოში აშენდეს შედარებით იაფი, გარემოს დაცვისკენ მიმართული და მდგრადი მაინინგ სადგურები’’ – აცხადებს ვახტანგ გოგოხია Bloomberg-თან საუბრისას. გამოცემა წერს, რომ გოგოხიას გეგმებში ქარისა და მზის ენერგიის მიღებაცაა.

სააგენტო მზის პანელებითა და ქარის ტურბინებით გამომუშავებულ ელექტროენერგიას მაინინგის მომავალს უწოდებს.

სტატიაში ასევე ნახსენებია Bitfury Group, როგორც კრიპტოვალუტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომპოვებელი კომპანია.

შეგახსენებთ, რომ ვახტანგ გოგოხია ქართული კრიპტოვალუტის ,,ოქროს საწმისის'' შემქმნელია, რომელიც 2017 წელს შექმნა და ახლა საქართველოში ერთ-ერთი დიდი მაინინგ სადგურის მფლობელია.