Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მეღვინე იაგო ბიტარიშვილი ლუდის წარმოებას იწყებს

5a97a8eb70cd9
სალომე მეცხვარიშვილი
01.03.18 11:30
902
მეღვინე იაგო ბიტარიშვილი ლუდის წარმოებას იწყებს. საოჯახო ლუდსახარში სოფელ ჩარდახში ბიზნესმენმა უკვე მოაწყო. როგორც ის bm.ge-სთან აცხადებს, მისი მიზანია, საოჯახო ლუდის დამზადება საქართველოში ისეთივე პოპულარული გახდეს, როგორც დღეს საოჯახო მარნებია.

ბიზნესმენი ამბობს, რომ ლუდი გაცილებით ნაკლები წარმადობის იქნება, ვიდრე ღვინო. მათი მიზანი კი პროდუქციის ექსპორტზე გატანაა.

გარდა იმისა, რომ იაგო ბიტარიშვილი საოჯახო ლუდსახარშში მოამზადებს სასმელს, კიდევ ერთი გამასხვავებელი ნიშანი ის იქნება, რომ ლუდი ქართული მარცვლეულით დამზადდება.

„დღეს ყველა თავს იწონებს, რომ ლუდს ბელგიური თუ სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ალაოსგან ამზადებენ, ჩვენ კი ქართული მარცვლეულით დავამზადებთ. უკვე ვიპოვეთ რამდენიმე გრამი ენდემური ჯიშის ქერი, რომელიც ხევსურეთში აღმოვაჩინეთ და გვინდა, გავამრავლოთ და შემდეგ მოვამზადოთ ალაო“,- აცხადებს იაგო ბიტარიშვილი.

ბიზნესმენს იმედი აქვს, რომ მის წამოწყებას ბევრი მიმდევარი ეყოლება და 5-10 წელიწადში ქვეყანაში უამრავი საოჯახო ლუდსახარში იქნება.

2005 წლიდან იაგო ბიტარიშვილი ბიო ღვინოს აწარმოებს. საოჯახო მარანში დამზადებული ღვინო ძირითადად ექსპორტზე გადის და მსოფლიოს არაერთ ცნობილ რესტორანსა თუ სასტუმროში იყიდება.