Home
Category
TV Live Menu
Loading data...

წყალი მცხეთის მოსახლეობასაც გაუძვირდა

5a44eddb46733
დავით ჯალაღონია
28.12.17 17:11
932
მცხეთის მოსახლეობას წყლის ტარიფი გაეზარდა. სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილებით, გამრიცხველიანებულ აბონენტებს წყლის ტარიფი დაახლოებით, 13 თეთრით, გაუმრიცხველიანებულ აბონენტებს დაახლოებით, 1 ლარით და 49 თეთრით, არასაყოფაცხოვრებო სექტორს კი დაახლოებით, 35 თეთრით გაუძვირდა. შესაბამისად, მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი იქნება 1მ3-ზე 0.329 ლარი, გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის 1 სულზე 3.888 ლარი,
არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის (ორგანიზაციები და კომერციული სექტორი) 1მ3 - 3.548 ლარი.

აღნიშნული პროექტი სემეკის დღევანდელ სხდომაზე უყრეს კენჭი.

დღეს დადგენილი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1-ლი იანვრიდან შევა და 2020 წლის ბოლომდე იქნება.