Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ანაკლიის ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობას თამარ ალავიძე შეასრულებს

5a73fb810dd9c
თელარა გელანტია
02.02.18 09:46
829
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობას თამარ ალავიძე შეასრულებს. აღნიშნული ინფორმაცია BM.ge-ის რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, სააგენტო მთავრობის 2017 წლის მარტში გამოცემული დადგენილებით შეიქმნა. მისი მიზანია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის კოორდინაციისა და საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულების მონიტორინგი.

სააგენტო უფლებამოსილია, მოითხოვოს მისთვის აუცილებელი ინფორმაცია ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოსგან, ასევე ინვესტორისგან; ასევე, საჭიროების შემთხვევაში, თავისი საქმიანობის მიზნებისთვის, განახორციელოს ნავსადგურის ან/და ნავსადგურისთვის განკუთვნილი ტერიტორიის ადგილზე დათვალიერება; მოითხოვოს ინვესტორისგან საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების დადასტურების მიზნით, შესაბამისი საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნის წარმოდგენა, ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესით.

თავდაპირველად, სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უნდა განეხორციელებინა, მაგრამ მოგვიანებით, აღნიშნული ფუნქცია რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო ინფრასტრუქტურის სამინისტროში შემავალი სიპი-ია, რომლის დირექტორს თანამდებობაზე მინისტრი ნიშნავს.