Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ტიმ კუკმა 2017 წელს $102 მილიონი გამოიმუშავა

5a450973be9d5
BM.GE
28.12.17 19:09
1084
მიმდინარე წელს Apple Inc-ის აღმასრულებელი დირექტორის მიერ გამომუშავებულმა თანხამ დაახლოებით $102 მილიონი შეადგინა. კორპორაციის დანარჩენი 5 მენეჯერის ხელფასებმა და პრემიებმა კი - $24.2 მილიონი შეადგინა.

Bloomberg-ის ცნობით, 2017 საფინანსო წელს, რომელიც 30 სექტემბერს დასრულდა, კუკისთვის გადახდილმა წლიურმა ბონუსებმა 74%-იანი ზრდა აჩვენა, რაც კორპორაციის წმინდა მოგებისა ზრდამ განაპირობა. ტიმ კუკის ანაზღაურება წელიწადში $3,06 მილიონს შეადგენს, ხოლო პრემია - $9,33 მილიონს.

აქციების კომპენსაცია, რომელსაც Apple წახალისების მიზნით გასცემს, $89,2 მილიონს აღწევს. აქედან გამომდინარე, კუკის მიმდინარე წლის მთლიანი ანაზღაურება $102 მილიონია.

ტიმ კუკის ხუთი მოადგილე ყოველწლიურად $3.11 მილიონის ოდენობის ბონუსს იღებს.