Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ჩინეთი უცხოელი ინვესტორების წახალისებას იწყებს

599d361d87715
BM.GE
23.08.17 12:10
995

ჩინური გამოცემა China daily-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერმა ლი კეციანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და წახალისებაა დაგეგმილი.

აღნიშნული სიახლის მთავარი მიზანი იმ უცხოელი ინვესტორების წახალისებაა, რომლებიც მზად არიან ქვეყნის მთავარ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მიიღონ მონაწილეობა.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ქვეყნის სახელმწიფო საბჭომ საერთაშორისო კომპანიებს ჩინეთის ტერიტორიაზე თავიანთი სათაო ოფისების გახსნის შესაძლებლობა მისცა.

ბრძანების თანახმად, უცხოელ ბიზნესმენებს ჩინეთის ბაზარზე ხელმისაწვდომობა გაუმარტივდებათ და ხელშეწყობა ექნებათ ეკონომიკის ისეთ სექტორებში, როგორიც არის სატრანსპორტო საშუალებების წარმოება, საზღვაო გემების პროექტირება, საჰაერო ხომალდების და ბენზინგასამართი სადგურების ტექნიკური მომსახურება და ასევე სადაზღვევო სფეროები.

China daily-ის ცნობით, უცხოელი ინვესტორების მოტივაციისთვის შეღავათიანი საგადასახადო პოლიტიკა შეიქმნება და საშემოსავლო გადასახადი გაუქმდება.

გარდა ამისა, ჩინეთის ხელისუფლება ქვეყანაში უცხოელი ტალანტების მოზიდვას გეგმავს. მიმდინარე წელს ქვეყნის საემიგრაციო სამსახური საზღვარგარეთიდან მაღალკვალიფიციური პროფესიონალების სავიზო მხარდაჭერას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. 2018 წლიდან კი დაგეგმილია უცხოელი პროფესიონალებისთვის სამუშაო ნებართვების მისაღები პროცედურის გამარტივება.