Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბრიტანეთის მუზეუმიდან მილიონი დოლარის ღირებულების ბეჭედი გაქრა

597d8f69bd05c
BM.GE
30.07.17 11:42
714
ლონდონში მუზეუმიდან 750 000 ფუნტ სტერლინგის ღირებულების, (დაახლოებით 1 მილიონი აშშ დოლარის) ბრილიანტის ბეჭედი 6 წლის წინ გაქრა, მაგრამ ძვირფასი ნივთის დაკარგვის შესახებ ოფიციალურად მხოლოდ ახლა გაავრცელეს ინფორმაცია.

ВВС-ის ცნობით, დაკარგული ბეჭედი მუზეუმს ანონიმმა დონორმა აჩუქა. Cartier-ის ბეჭდის გაქრობის შესახებ პოლიციას 2011 წელსვე აცნობეს, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის აღნიშნულის შესახებ მხოლოდ მუზეუმის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი.