Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები კალორაჟი შემცირებულია

5a6871ba4e73d
მეგი კავთუაშვილი
24.01.18 16:30
1193
საბავშვო ბაღებში საკვები რაციონის კალორაჟი დღეში 289 კ.კალორიით შემცირდა. ახალი წესებით, შემოდგომა-ზამთრის 5 დღიანი მენიუ-განრიგის მიხედვით, აღსაზრდელებმა დღეში 1 292 კ.კალორია უნდა მიიღონ, ძველი მენიუს მიხედვით კი გათვლა 1 581 კალორიაზე იყო.

საბავშვო ბაღების საკვები მენიუს (შემოდგომა-ზამთარი) ძველი და ახალი ვერსიის შედარებისას გამოიკვეთა, რომ შეთავაზებული საკვებიდან ბავშვებს ნაკლები არჩევანის საშუალება აქვთ, ვიდრე გასულ წელს ჰქონდათ.

საუზმე:

ორშაბათი:
ახალი მენიუ : წიწიბურას ფაფა, ბანანი
ძველი მენიუ: ჰერკულესის ფაფა, ორცხობილა, ჩაი, ბანანი

სამშაბათი
ახალი მენიუ: მოხარშული ვერმიშელი, რძე, ვაშლი.
ძველი მენიუ: ყველიანი მაკარონი, ორცხობილა, კაკაო, ბანანი

ოთხშაბათი
ახალი მენიუ: პური, კარაქი, ყველი, ხილის ჩაი, ბანანი.
ძველი მენიუ: წუწუბურას ფაფა, პური, კარაქი, ყველი, ჩაი, ვაშლი

ხუთშაბათი
ახალი მენიუ: ფერკულესის ფაფა, ორცხობილა, ხილის ჩაი, ვაშლი
ძველი მენიუ: ბრინჯის ფაფა, პური, კარაქი, ყველი, ჩაი, ვაშლი

პარასკევი
ახალი მენიუ: მანანის ბურღულის ფაფა, პური, კარაქი, ჩაი, ხილი.
ძველი მენიუ: მანის ფაფა, პური კარაქი, ჩაი, ხილი

სადილის მენიუს ძველი და ახალი ვერსია კი ასე გამოიყურება:

გასული წლის მენიუ:



მიმდინარე წლის მენიუ: