Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ფოთში Puma-ს და Nike-ის პროდუქცია შეიკერება

5a8d0ddf9fad0
მაია ბიწაძე
21.02.18 10:10
1042
ხვალ ქალაქ ფოთში "აჭარა ტექსტილის" ახალი სამკერვალო ფაბრიკა იხსნება, რომელშიც 3 ათასი ადამიანი დასაქმდება. როგორც, Bm.ge-ს "აჭარა ტექსტილის" ფინანსურმა დირექტორმა გია ლომინაძემ განუცხადა, საწარმოში 40 მილიონი ლარის ოდენობით თურქული ინვესტიცია განხორციელდება.

"ფაბრიკაში ცნობილი ბრენდების : "პუმას", "ნაიკის", "ნიუ ბალანისა“ და "ანდერარმერის" ბრენდების სპორტული სამოსი შეიკერება, კერძოდ საფეხბურთო მაისურები და შორტები, წელიწადში ფაბრიკა 10 მილიონ ცალ აღნიშნულ პროდუქტს დაამზადებს. პირველ ეტაპზე 1500 ადამიანი დასაქმდება, ფაბრიკის მშენებლობის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ კი, რაც 2019 წელს იგეგმება, მათი რიცხვი 3000 მდე გაიზრდება", - განაცხადა გია ლომინაძემ.

"აჭარა ტექსტილი“ საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს, ის უკვე ფლობს ორ საწარმოს ბათუმსა და ფოთში, ფოთის სამკერვალო ფაბრიკა კი მისი რიგით მესამე საწარმო იქნება.