07.Feb .2022 19:02

ლიბერთი ბანკის პოზიცია - ე.წ საპენსიო სესხები

122
Back

პარლამენტის საპენსიო საკითხებზე მომუშავე ჯგუფი რამდენიმე თვეა არ შეკრებილა. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი იმედოვნებს, რომ სამუშაო შეხვედრა ამ კვირაში შედგება და ამასთან გაზიარებული იქნება მათი შეთავაზება, რომელიც პენსიონერებს მისცემს თავისუფალი არჩევანის საშუალებას, რომელ ბანკში დაერიცხოთ კუთვნილი პენსია, ეს სისტემა კი თავის მხრივ ე.წ საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას გამოიწვევს. სესხების მაღალ საპროცენტი განაკვეთზე, საკანონმდებლო ორგანოში განხივებიც გვახსოვს, უფრო ხმაურიანი განხილვები, ვიდრე საქმიანი… თუმცა სამუშაო ჯგუფის ფორმატი ალბათ, უფრო იძლევა საქმიანი მსჯელობის საშუალებას და იმედია ამ ჯგუფის მუშაობის და გარკვეული შედეგების ხილვის საშუალება გვექნება. 

სტუმარი: ვაჟა მენაბდე - „ლიბერთი ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის დირექტორი;