08.Aug .2022 08:20

ლისი დეველოპმენტის მორიგი პროექტი - ”კოხტა მიტარბი”

174
Back

გასულ კვირას ბიემჯის გუნდი ბაკურიანს ეწვია და კურორტი კოხტა-მიტარბი მოინახულა, რომელიც თავისი უნიკალური ადგილმდებარეობით 4 სეზონიანი კურორტია. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა მთავარი აქცენტი კომპლექს კოხტა მიტარბიზე გააკეთა, რომელიც კოხტა გორას ძირში მდებარეობს. კომპლექსის აპარტამენტების აივნებიდან უნიკალური ხედები იშლება კოხტა გორაზე და თავისივე ეზოში არსებულ ტყეზე. კომპლექსი ერთიანი განაშენიანების გეგმით ვითარდება, რაც ნიშნავს რომ მთლიანი კომპლექსის გეგმა თავიდანვეა განსაზღვრული და კომპლექსის შენობების განლაგება აღარ შეიცვლება. კომპლექსის გენერალური გეგმა საერთაშორისო კომპანიების, ჟეოდე და კომპანი დეზ ალპის მიერ არის გაკეთებული. სწორედ მათი დაგეგმარებულია ფრნაგული ალპებიც. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არქიტექტურა შერწყმულია გარემოსთან რაც ვიზუალურად კომპლექს არ გამოყოფს გარშემო არსებული ბუნებისგან. კომპლექსში ოპერირებს სასტუმრო რუმსი თავისი ცნობილი, უნუკალური და გემრიელი რესტორნის მენიუთი. ლისი დეველოპმენტის მორიგ პროექტზე გიყვებით ფორბს კვირაში.