Home
Category
TV Live Menu
Loading data...

LSG Solutions-ი- BAG-ის ახალი წევრი

BM.GE
16.02.23 11:07
167
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი სამშენებლო პროექტების მართვის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია LSG Solutions-ი გახდა, რომლის პროფესიონალთა გუნდი LSG Solutions-ის ბრენდის ქვეშ გაერთიანდა და კომპანიამ საქართველოს ბაზარზე ოპერირება 2020 წელს დაიწყო. კომპანია, რომელიც დამკვეთს სთავაზობს მშენებლობის მენეჯმენტის სრულს სერვისს, რაც გულისხმობს როგორც საკონსულტაციო მომსახურებას, ასევე პროექტების პროცესის მართვას. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია პროექტის განვითარების გეგმის შედგენა, ბიუჯეტის განსაზღვრა და ხარჯების დაგეგმარება, ასევე სატენდერო პროცესის მართვა და პროექტის ვადების, დანახარჯებისა და ხარისხის კონტროლი. კომპანია დამკვეთს ასევე პროექტირების სერვისსაც სთავაზობს არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო მიმართულებებით. 

სტუმრები: ლევან ვეფხვაძე - "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი;
სოსო ბერიძე - LSG Solutions-ის აღმასრულებელი დირექტორი.