Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილია და არა კონკურენტი"

5a1cfb41c2728
BM.GE
28.11.17 10:00
675
ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ბაქო- თბილისი- ყარსის რკინიგზა აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილია და არა კონკურენტი , - ამის შესახებ მან აბრეშუმის გზის ფორუმის დაწყებამდე განაცხადა.

"აბრეშუმის გზის ფორუმზე მონაწილეობას ღებულობს 2000-ზე მეტი დელეგატი. არ არსებობს არცერთი სერიოზული კომპანია თუ მოთამაშე აღნისავლეთ-დასავლეთ დერეფანში, რომელიც არ მონაწილეობს ამ ფორუმში. ვფიქრობ, ეს ფორუმი შესაძლებლობას მოგვცემს, მივიღოთ მნიშვნელოვანი უპირატესობები. გაფორმდება რამდენიმე სერიოზული ხელშეკრულება. მათ შორის არის ძალიან სერიოზული კონტრაქტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ. ამასთან, მინდა გამოვყო ხელშწკრულება თანამშრომლობაზე ყველაზე მსხვილ ჩინურ საკონტეინერო გადამზიდავსა და საქართველოს რკინიგზას შორის. ზოგადად ეს პლატფორმა შესაძლებლობას მიგვცემს წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო და ეკონომიკირი პოტენციალი. ზოგადად სახელმწიფო ძალიან ბევრ თანხებს დებს ინფრასტრუქტურაში: აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, ანაკლიის პორტი"- განაცხადა ბახტაძემ.