Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მაღალია თუ არა ქვეყანაში ჭარბვალიანობის დონე - სებ-ის განმარტებები

BM.GE
20.04.18 16:35
1585
ჭარბვალიანობა - ეს ალბათ უდავოდ ამ კვირის მთავარი სიტყვა იყო. მისი სხვადასხვა ინტერპრეტაციებიც უხვად ისმოდა - როცა ერთ ადამიანს ბევრი ვალი აქვს; როცა ბევრ ადამიანს აქვს ბანკის ვალი და ა.შ. ჩვენ გადავწყვიტეთ, საბანკო-საფინანსო სისტემის მთავარ რეგულატორს ვკითხოთ - რას გულისხმობს ის ჭარბვალიანობაში და არსებობს თუ არა რაიმე ინდექსი, რომელიც გვაჩვენებდა, რომ პრობლემურ ზღვრებში ვართ. „ჩვენ ერთი მხრივ უნდა შევამციროთ ჭარბვალიანობა და მეორე მხრივ გავაკეთოთ პრევენცია, რომ მომავალში ეს პრობლემა დღის წესრიგში აღარ დადგეს“, - ამ განცხადების ავტორი ფინანსთა მინისტრია. მამუკა ბახტაძე ასევე ირწმუნება, რომ დიდი ძალების ფიკუსირება ხდებოდა, რათა მოსახლეობას შემოსავლების დადასტურების გარეშე მიეღო სესხები. „ეს ერთგვარ მოდად იქცა, შემდეგ ტრენდად და შედეგად მივიღეთ ჭარბვალიანობის სერიოზული პრობლემა“, - ასკვნის ბახტაძე და გამოსავალს კონკრეტული ახალი თამაშის წესების დადგენაში ხედავს.