Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ არ აქვს კავშირი ფულის მასის ზრდას ლარის გაუფასურებასთან - სებ-ის განმარტება

59fc5cd252597
თელარა გელანტია
03.11.17 16:10
877
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ფართო ფულის მასის (M2, M3) ზრდას ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან კავშირი არ აქვს.

"ჩვენ გვაქვს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი და ასეთი რეჟიმის დროს ფულის მასა არ იძლევა ინფორმაციას არც მონეტარული პოლიტიკის მიმდინარე მდგომარეობის, არც მომავალი მდგომარეობის და არც კურსის შესახებ. იმიტომ რომ კორელაცია ფულის მასასა და ინფლაციას შორის ირღვევა. ამიტომ ფულის მასაზე ყურება არ მოგვცემს საჭირო ინფორმაციას. ფულის მასას ვუყურებთ მოკლევადიან პერიოდში ლიკვიდობის მართვისთვის. ახლა სხვა დატვირთვა ფულის მასას არ აქვს. ასევე, შეგვიძლია ფულის მასას შევხედოთ გრძელვადიან პერიოდში თუ შესაბამის შესწორებას მივუსადაგებთ ფულის მულტიპლიკატორისთვის. თუმცა ფულის მასის ყურებას პრაქტიკული გამოყენება არ აქვს“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.

მისი თქმით, ბევრი ცენტრალური ბანკი საერთოდ არ აქვეყნებს ფულის მასის შესახებ ინფორმაციას, თუ მონეტარული თარგეთირების რეჟიმი არ აქვთ.

"ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის დროს ფულის მასისთვის ყურებას, რომ ამით ავხსნათ კურსი, არავითარი ინფორმაციული დატვირთვა არ აქვს, რადგან თქვენ ნახავთ პეიროდებს, როც ფულის მასა მცირდებოდა, მაგრამ კურსი უფასურდებოდა და ასევე ნახავთ პერიოდებს, როცა ფართო ფული იზრდებოდა და კურსი მყარდებოდა. აქედან გამომდინარე, ფულის მასის ყურებით არასწორ დასკვნებს გამოვიტანთ და ჩვენი რჩევაა, ამას ზედმეტ ყურადღებას ნუ მივაქცევთ“, - აღნიშნა მესტვირიშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუ რა იწვევს ფართო ფულის მასის გაზრდას, როგორც მესტვირიშვილმა თქვა, მართალია, ნაღდი ფულის მასის ზრდას სჯობს ელექტრონული ფული იზრდებოდეს, მაგრამ ჯამურად ვერ ვიტყვით რომ ნაღდი ფულის ზრდა არის ცუდი.

მისი ინფორმაციით, ნაღდი ფული განსაკუთრებით იზრდება საქართველოს რეგიონების ხარჯზე ანუ რეგიონეში მოსახლეობა ამჯობინებს ნაღდი ფულის ფლობას.