Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მაინინგის გავლენა ელექტროენერგიის იმპორტზე

BM.GE
11.10.21 23:29
393
ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება, რის გამოც მხოლოდ ენგურჰესის გენერაცია ამ რეგიონის დასაფარად საკმარისი აღარ არის. სწორედ ამიტომ ჩვენი ქვეყანა რუსული ელექტროენერგიის იმპორტზე უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება. პრობლემის სათავე კი აფხაზეთის შემთხვევაში, კრიპტოვალუტების წარმოებაა, რაზეც ფინანსთა სამინისტრო ფისკალური რისკების დოკუმენტში წერს, რომელიც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს თან ახლავს.