Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საბავშვო ბაღების საკვებით მომარაგებისთვის 31-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

5a37dbb703665
სალომე მეცხვარიშვილი
18.12.17 19:14
1305
საბავშვო ბაღების საკვებით მომარაგებისთვის 31 მილიონ ლარიანი ტენდერი გამოცხადდა. სახელმწიფო შესყიდვა თბილისის მერიას აქვს გამოცხადებული და მისი სავარაუდო ღირებულება 31 მილიონ 218 ათასი ლარია.

დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 2018 წლის 15 იანვრიდან 2018 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით 44 884 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის და 2018 წლის 2 ივლისიდან 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით 13 380 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა.

მომსახურების გაწევის პერიოდში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს კვების ბლოკის ყოველდღიური (დასვენებისა და უქმე დღეების გამოკლებით) ფუნქციონირება 09:00-დან 18:00-მდე.

მიმწოდებელმა საჭიროებისამებრ თავისი ხარჯებით უნდა აწარმოოს, კვების ბლოკში არსებული მატერიალური ქონების და ინვენტარის მცირე სარემონტო სამუშაოები (კვების ბლოკი არსებული ინვენტარით „მიმწოდებელს“ გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე მომსახურების დასრულებამდე შესაბამისი აქტით). მცირე სარემონტო სამუშაოებში იგულისხმება არაუმეტეს 100 ლარის ღირებულების სამუშაოები ყოველ ჯერზე.

სახელმწიფო ტენდერში წინადადებების მიღება იწყება 19 დეკემბერს და სრულდება 21 დეკემბერს.